შეავსეთ განცხადება სტანდარტები დაგვიკავშირდით

ვაკანსიებზე განცხადებების მიღება დამთავრებულია

ანკეტა–განცხადება

სტანდარტები

წესდება

კონტაქტი

რეესტრი

 

 

 

 

თანამშრომლობა

ნებაყოფლობით

 

სამუშაო საათები

და გრაფიკი

 

ანაზრაურება

 

ზეგამაკვეთი

 

პირადი ინფორმაცია

 

 

 

 

ჩვენს შესახებ

ჩვენი ფირმა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მხაზველობით საინჟინრო მომსახურებას ავეჯის და ხის დამამუშავებელი ფირმებისათვის, დიზაინერებისათვის, არქიტექტორებისათვის და ასევე მოსახლეობისათვის. ჩვენ ვაწარმოებთ ორ განზომილებიან ტექნიკურ ნახაზებს და ასევე სამ განზომილებიან მოდელირებას. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, დახვეწილი დეტალირებითა და იდეალური ორგანიზებით. თითოეული პროექტი სრულდება დასაწყისიდან დასასრულამდე. ეს შეიცავს პროექტის განხილვას, დამუშავებას, ყველა წვრილმანის დახვეწას.

მხაზველის ვაკანსია

ამ ვაკანსიის დასაკავებლად აუცილებელია ავტოკადის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა. ავტოკადის ისეთი შემადგენლები როგორიცაა: ბლოკები და დინამიური ბლოკები, ლეიერების ვრცელი გამოოყენება, ატრიბუტები, საქაღალდო სივრცის ლეიაუტები (Paper Space layouts), არის საბაზო ცოდნის დონე რომელსაც უნდა დაეყრდნოს ამ ვაკანსიისათვის განმცხადებელი. თუ თქვენ ზევით ჩამოთვლილ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებთ და არ იცით დინამიური ბლოკების, ატრიბუტების და ნახაზების ლეიაუტებში სწორად განლაგება, თქვენი ავტოკადის ცოდნის დონე საშუალოზე დაბალია და თქვენ ჩვენს კრიტერიებს არ აკმაყოფილებთ. გთხოვთ გაეცნოთ მარჯვნივ ჩამოთვლილ შედარებებს და შეაფასოდ თქვენი ცოდნის დონე.

 

პროექტ მენეჯერის ვაკანსია (განცხადებები აღარ მიიღება, ვაკანსია შეჩერებულია)

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ განცხადების შემოტანამდე

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, იმის შემდეგ რაც ჩვენ განვათავსეთ განცხადებები სხვადასხვა საინტერნეტო საიტებზე პროექტ მენეჯერის ვაკანსიის შესავსებად, უამრავი მსურველი გამოჩნდა ამ ვაკანსიის დასაკავებლად. გვინდა რომ ავხსნად, რას ვგულისხმობთ ჩვენ "პროექტ მენეჯერის" ვაკანსიის ქვეშ. ეს არ არის ხელმძღვანელის, ან რამენაირი უფროსის ან საოფისე მუშაკის ვაკანსია. ეს არ არის "პრ" მენეჯერის ან "სამარკეტო" მენეჯერის ვაკანსია.

პროექტ მენეჯერის მოვალეობები განსაზღვრული იქნება იმით რომ იგი კონკრეტული პროექტების განშლა გარჩევას აწარმოებს, შეამოწმებს მხაზველების მიერ შესრულებულ მუშა ნახაზებს, მისცემს რჩევა დარიგებებს (არა ბრძანებებს). ასევე გაანაწილებს კონკრეტულ პროექტზე გამოყოფილ რესურსებს (ფინანსურს და კადრულს) ისე რომ პროექტი იყოს მომგებიანი. პროექტის დასრულების გრაფიკს უთვალთვალებს რომ პროექტები დასრულდეს დროულად.

ამ ვაკანსიის დასაკავებლად აუცილებელია ავტოკადის მაღალ დონეზე ცოდნა, მუშა და არქიტექტურულ ნახაზებში სრულყოფილი გარკვევა, რამოდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარიანობა. ასევე სასურველია უმაღლესი ინჟინრული განათლება და გამოცდილება ავეჯის ან ინტერიერების სფეროში. ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე მაღალ დონეზე ასევე სასურველია.

ეს ვაკანსია არავითარ შემთხვევაში არ არის უფროსის ან ფირმის ხელმძღვანელის ანუ რამენაირი სახელმძღვანელო ვაკანსია.

ყველა განმცხადებელს ვთხოვთ რომ მოგვმართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ზემოთ აღნიშნულ კრიტერიებს აკმაყოფილებთ.

მიზანი

ჩვენი მიზანია რომ მომხმარებელს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია უდაბლეს შესაძლებელ ფასებსა და უმოკლეს შესაძლებელ ვადებში. ამისთვის გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც შესწევთ უნარი, რომ სამუშაოები შეასრულონ სტანდარტების დაცვით, უშეცდომოდ და წინასწარ განსაზღვრული დროის მანძილზე.

 

 

ტრეინინგზე ჩარიცხვისათვის საჭიროა შემდეგი პირობების შესრულება:

 

1). ანკეტის შევსება

 

2). AutoCAD ის შესაბამის დონეზე ცოდნა

 

 

სტანდარტები

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ამერიკული სტანდარტები ძალზე განსხვავებულია ევროპული და ყოფილი საბჭოთა სტანდარტებისაგან.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს განზომილების სისტემას, რომელიც აშშში ამჟამად  გამოიყენება. ამ სისტემას ეწოდება "იმპერიული" სისტემა და მსოფლიოში უფრო გავრცელებული "მეტრიკული" სისტემისაგან ძალზე განსხვავებულია. ამ განზომილების სიტემაზე დაყრდნობილია თითქმის ყველა საწარმოო და საინჟინრო სტანდარტი შეერთებულ შტატებში.

ამის გარდა არსებობს სხვა და სხვა ფართოდ გავრცელებული წესები, რომლებიც აუცილებლობის და სტანდარტების დონეზეა აყვანილი.

AWI www.awinet.org არქიტექტურული ხის დამმუშავებელი ინდუსტრიის ინსტიტუტი, ერთერთი ყველაზე გავლენინანი ორგანიზაციაა, რომლის სტანდარტების დაცვა და შესრულება ამჟამად აუცილებლობას წარმოადგენს. ავეჯის და ინტერიერების სხვა ელემენტების აგების მეთოდიკა და ტექნოლოგიები ასევე სრულიად არის დაყრდნობილი და დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, კომპიუტერიზებულ დაზგა დანდგარებზე და აგრეთვე გამოყენების პირობებზე.

 

ამ სტანდარტებისა და ტექნოლოგიების შესწავლა და ათვისება ერთ ერთი უმთავრესი პირობაა საკვალიფიკაციო კურსების წარმატებით გავლისა და სამუშაო ადგილის გარანტიისათვის.

 

Drafting and design Services

ოფისი:    2-93-61-06

8 დან 17 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევამდე.

ელ. ფოსტა:   employment@cadcabinets.com

თუ თქვენ რომელიმე ქვემოთ მოცემულ შეკითხვაზე უპასუხეთ უარყოფითად, თქვენი ავტოკადის ცოდნის დონე კვალიფიცირდება როგორც საშუალოზე დაბალი.

დინამიური ბლოკები

იცით თუ არა რა არის დინამიური ბლოკი? რა ფუნქციებს ასრულებს და რა უპირატესობა აქვს ბლოკებს ავტოკადში. (იცით თუ არა რა არის ბლოკი? ჩვენ შეგასწავლით დინამიურ ბლოკებს. თუ თქვენ არ იყენებთ ბლოკებს საერთოდ, თქვენ არ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიებს)

ატრიბუტები

იცით თუ არა რა არის ატრიბუტი? ატრიბუტის ძირითადი ფუნქცია, საბაზო მონაცემების შექმნა და ამოღება, გრაფიკების შედგენა. (გასაუბრებებზე გამოსული კანდიდატების 99.9% არ იცის რა არის ატრიბუტები ავტოკადში. ჩვენ შეგასწავლით ტრეინინგზე)

ლაიაუტები  (Paper Space layouts)

იყენებთ თუ არა საქაღალდო სივრცის ლეიაუტებს და ვიუპორტებს თქვენი ნახაზების განლაგებაში და ამობეჭდვაში. (არის თქვენი ნახაზის გვერდები განლაგებული მოდელ სპეისში? თქვენ არ იყენებთ საქაღალდე ლეიაუტებს საერთოდ, თქვენ ბეჭდავთ თქვენ ნახაზს სამოდელო სივრციდან? თქვენ არ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიებს)

ლეიერები და ხაზების წონები

იყენებთ თუ არა მრავალ ლეიერებს თქვენს ნახაზში? არის თუ არა ეს ლეირები არქიტექტურული კონვენციის და სტანდარტების მიხედვით შექმნილი და დასახელებული?

(არის თქვენი ნახაზი შესრულებული მხოლოდ ერთ  ლეიერში? არის ეს ლეიერი თეთრი ფერის? უცვლით კერძო ობიექტს ლეიერის თვისებებს სათითაოდ? თუ ამას აკეთებთ თქვენ არ აკმაყოფილებთ ჩვენს კრიტერიებს)

ზომების და ტექსტური სტაილები

იყენებთ თუ არა ზომების და ტექსტურ სტილებს? თუ იცით რა დანიშნულება აქვს ამ სტილებს?

(ზომების და ტექსტური სტილების გამოყენება არის სავალდებულო. ჩვეულებრივი ან ასოციირებული სტილების არ ცოდნა არ აკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიებს)

 

Drafting Miles

 

რას ველით ჩვენ თქვენგან

 

პირველი და უმთავრესი პირობაა ავტოკადის სათანადო დონეზე ფლობდეთ. აუცილებელია პროგრამის ისეთი ფუნქციების და პარამეტრების ცოდნა როგორიცაა:

  • დინამიური ბლოკები

  • ატრიბუტები

  • საბაზო მონაცემების ამოღება (Data Extraction)

  • გარემითითებები (External References)

  • ზომითი სტილები

  • ტექსტური სტილები

  • საქაღალდე სივრცის განლაგება (Paper Space Layouts)

  • დიზაინ ცენტრი (Design Center)

  • ინსტრუმენტების პალიტრა (Tool Palette) 

და ასე შემდეგ. ასევე საჭიროა, რომ ინგლისურენოვან Windows და AutoCAD ვერსიებთან შეგეძლოთ მუშაობა. თუ რომელიმე ზევით ჩამოთვლილი ფუნქცია თქვენთვის უცნობია, გთხოვთ მიმართოთ სათანადო სახელმძღვანელოებს. ტრეინინგი არ ითვალისწინებს ავტოკადის სწავლებას.

 

 

© Copyright 1997-2006. All rights reserved. The contents of S-CAD Group may not be copied, reproduced, distributed, or published, in whole or in part,

    without the express prior written consent of S-CAD Group.  For more information email web Administrator.

    User Agreement